ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს უახლოეს ტურში „კალიარის“ წინააღმდეგ შესაძლოა ძირითად შემადგენლობაში არ იყოს.
ამის შესახებ იტალიური მედია წერს, კონკრეტულად ნეაპოლური გამოცემები. ფრანჩესკო კალცონას არ მოეწონა ქართველი ფეხბურთელის დამოკიდებულება, როდესაც ის „ბარსელონასთან“ მატჩში შეცვალა და ვარაუდობენ, რომ კვარა სარდინიელთა წინააღმდეგ სათადარიგო სკამზე დარჩება.
გარდა ამისა, Il Mattino წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას დისციპლინურ დაჯარიმებაზე ფიქრობს. ჯერჯერობით, არ არის დაკონკრეტებული რა სახის ჯარიმა შეიძლება იყოს, მაგრამ გამოცემა წერს, რომ კლუბი უკმაყოფილოა მსგავსი დამოკიდებულებით, რადგან კვარას ასეთი რეაქცია პირველად არ ჰქონია.
თავის მხრივ, Goal Italia წერს, რომ კვარაცხელიას მომავალი „ნაპოლიში“ ბუნდოვანია და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია 1.2 მილიონი ევროთი. გარდა იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენი წელიწადში 10 მილიონს გამოიმუშავებს, მატეო პოლიტანოსა (3.2) და ჯაკომო რასპადორისაც (2.5) უფრო მაღალი ხელფასი აქვთ. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი ხშირად განერვიულებულია და ვეღარც ძველებურად თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.
წყარო: მსოფლიო სპორტი
კვარაცხელიას სანქციები და ძირითადიდან ამოვარდნა ელოდება
23-02-2024, 13:15
გაზიარება
მოინახულეს 6 699-ჯერ
კომენტარები
09-05-2024 15:07
1 458
მიქაუტაძის შეძენა ესპანურ გრანდს სურს
ვრცლად
09-05-2024 12:32
58
რამდენია „მეცში“ გიორგი მიქაუტაძის ხელფასი?
ვრცლად
09-05-2024 11:00
179
კომფორტული, სადა და ლამაზი – როგორი ავტომობილით გადაადგილდებიან ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ნეაპოლის ქუჩებში
ვრცლად
09-05-2024 10:29
92
ოზურგეთელი ნიკოლოზ ბეჟუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
ვრცლად