დღის ახალი ამბები

ვერ წარმოიდგენთ სადამდე გაუზრდიან კვარას ხელფასს – ნაპოლი გამოფხიზლდა

ვერ წარმოიდგენთ სადამდე გაუზრდიან კვარას ხელფასს – ნაპოლი გამოფხიზლდა
4-06-2024, 18:11

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ.

შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა და ორივე მხარე მოლაპარაკებებით კმაყოფილი დარჩა.

კვარაცხელიასთვის ჯუღელი 5 მილიონ ევროს და დამატებით ბონუსებს ითხოვდა ნაპოლისგან, რაზეც დიდი ალბათობით გუნდისგან თანხმობა მიიღო.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მხარეები ვერ თანმდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ნაპოლის პრეზიდენტი მზადაა დათმობაზე წავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას 4 მილიონ ევროს გადაუხდიან და დამატებითი ბონუსების ჩათვლით ხვიჩას ანაზღაურება 5 მილიონ ევრომდე ავა.

ანტონიო კონტეს მთავარი გეგმა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, რადგან ქართველზე დიდ იმედებს ამყარებს.

წყარო:pnews.ge/






გაზიარება
მოინახულეს 999-ჯერ
კომენტარები
რეკლამა