დღის ახალი ამბები

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ და ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ“ - ხვიჩა კვარაცხელია UEFA-სთან ინტერვიუში

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ და ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ“ - ხვიჩა კვარაცხელია UEFA-სთან ინტერვიუში
13-06-2024, 19:33

UEFA საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილ ვიდეო ინტერვიუს ავრცელებს.
როგორც ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელია ამბობს, გუნდში მაქსიმალური კონცენტრაციაა და ფეხბურთელები ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ყველაფერს აკეთებენ.
"ძალიან დიდი ოცნება იყო ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე გამოვსულიყავით. მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირებია ფეხბურთელისთვის, რადგან შენი ქვეყნის სახელით და შენი ქვეყნისთვის თამაშობ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს, ამაზე ყველანი ერთად ვოცნებობდით და როცა ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის იყო ყველაზე ბედნიერი დღე. 

შემიძლია დანამდვილებით ვთქვა - აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ უბრალოდ დავესწროთ ამ ჩემპიონატს. ჩვენ გვინდა, რომ ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. გუნდს მაქსიმალური კონცენტრაცია გვაქვს და ამ ჩემპიონატისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით. 
ვფიქრობ, საქართველოში ძალიან ელოდებიან ჩვენს გამოსვლას. ალბათ, 18 ივნისს საქართველო გაერთიანებული იქნება და ყველანი ერთად შევეცდებით, რომ გავიმარჯვოთ“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია. 
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

წყარო: tia.ge






გაზიარება
მოინახულეს 318-ჯერ
კომენტარები
რეკლამა