დღის ახალი ამბები

„საბა ლობჟანიძე, რომელმაც დღეს ის გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამერიკაში თამაშობ... მის ადგილზე ბუდუ გაიტანდაო ვინც წერთ, ბუდუ იმ სისწრაფეზე შესაძლოა ვერც დასწეოდა ჩაკვეტაძეს“ - ზაზა კოშკაძე

„საბა ლობჟანიძე, რომელმაც დღეს ის გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამერიკაში თამაშობ... მის ადგილზე ბუდუ გაიტანდაო ვინც წერთ, ბუდუ იმ სისწრაფეზე შესაძლოა ვერც დასწეოდა ჩაკვეტაძეს“ - ზაზა კოშკაძე
23-06-2024, 09:03

მწერალი ზაზა კოშკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველო - ჩეხეთის თამაშს ეხმაურება, რომელიც 1 - 1 დასრულდა.


„საბა ლობჟანიძე, რომელმაც დღეს ის გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამერიკაში თამაშობს. ევროზე წამოსვლამდე აი, ასეთი ორი გოლი გაუტანა იმ გუნდს, რომელშიც მესი თამაშობს და მარტომ მოუგო ფაქტობრივად. ამის გამო გამოიყვანა ის სანიოლმა. ის ყველაზე სწრაფია ნაკრებში.

მის ადგილზე ბუდუ გაიტანდაო ვინც წერთ, თქვენ საყვარელ ფეხბურთელს მაინც უყურეთ. ბუდუ იმ სისწრაფეზე შესაძლოა ვერც დასწეოდა ჩაკვეტაძეს, და მაგ დასარტყმელ პოზიციაში დიდი შანსია ვერ აღმოჩენილიყო. სწორედ ამიტომ იყო იქ საბა და არა ბუდუ. საერთოდაც საბა ბუდუს შემცლელი არაა, მიქაუტაძეა ან კვარა.


და ასეთი გოლის გამაზვაზე ცუდი იცით რა არის, როცა წარმოდგენა არ გაქვს რაზე ლაპარაკობ და მაინც ჩხუბობ ასე უნდა ყოფილიყოო. შოკში ვარ ისეთებს ვკითხულობ მართლა. დაუშვით ის რომ სანიოლი ავარჯიშებს გუნდს და ყველაზე კარგად მან იცის ვინ რა კონდიციაშია.

შეიძლება სანიოლი შეცდა შეცვლებში, ეგ არავინ იცის, და ვერავინ გაიგებს. მაგრამ უნდა გესმოდეთ ფეხბურთი როგორ მუშაობს. პასუხს აგებს ის ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. არ შეიძლება ერმა დააყენოს სასტავი და მერე შედეგზე მწვრთნელმა აგოს პასუხი. ეგრე არ ხდება. ამიტომ, მენეჯერი არის დიქტატორი, რადგან ის თავისი ყველაფრით აგებს შედეგებზე პასუხს.


ისე კი, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი გამოსვლა არანაირად არ ითვლება ცუდ გამოსვლად.
„ბუდუ რომ ყოფილიყო მოვიგებდით“ ხალხს მინდა ლოყები დაგიჩქმიტოთ, ისეთი საყვარლები ხართ.
რა უკმაყოფილებაა, რა ხდება. ვთამაშობთ ევროზე, ვთამაშობთ რის ტრაკიც გვაქვს იმას და ვაჩვენებთ საკმაოდ კარგ შედეგებს აუტსაიდერის კვალობაზე“, - წერს ზაზა კოშკაძე. 


შეგახსენებთ, საქართველომ F ჯგუფის დაძაბულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 1:3 წააგო, ჩეხეთთან კი ფრე 1:1 ითამაშა. ჯგუფში ბოლო შეხვედრას საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ 26 ივნისს გამართავს.


წყარო: digest.ge





საბა ლობჟანიძე ევროპა ზაზა კოშაძე ევროპის ჩემპიონატი
გაზიარება
მოინახულეს 306-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "კარგი გოლის გამტანსაც რომ გააკრიტიკებ, იმიტომ, რომ ყ@@ურად იქცევა, ეგაა საქმე... კაცი საქართველოს ნაკრების ფორმით დარბის და პუტინზე სიტყვას ვერ ძრავს..." - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე
  4. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  5. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
რეკლამა