დღის ახალი ამბები

მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა – მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე

მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა – მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე
23-06-2024, 16:14

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი “ჯვაროსნების” მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდა.

Opta-ს მიხედვით, “მამარდამ” ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა.

წყარო: ttimes.ge






გაზიარება
მოინახულეს 155-ჯერ
კომენტარები
რეკლამა