დღის ახალი ამბები

"საქართველო ურთულესი მეტოქე იყო, შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე“ - ნიკო უილიამსი

"საქართველო ურთულესი მეტოქე იყო, შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე“ - ნიკო უილიამსი
1-07-2024, 11:19

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. 

მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ნიკო უილიამსმა ქართველების თამაში შეაქო და მათ ტურნირზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

„მინდა, საქართველოს ნაკრებს მივულოცო. ურთულესი მეტოქე იყო. მათ შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე და იმედი მაქვს, მომავალშიც კარგად ითამაშებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკო უილიამსი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.
ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.






გაზიარება
მოინახულეს 521-ჯერ
კომენტარები
რეკლამა