გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის, ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, – ინფორმაციას ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ქართველმა თავდამსხმელმა ჯილდოზე წარდგინელ ოთხ ფეხბურთელს აჯობა – აბდესამად ეზალზულის („ბეტისი“), ტომა ლემარს („ჟირონა“), ლუის მილიას („ხეტაფე“) და ფედერიკო ვალვერდეს („რეალი“).
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თებერვალში „ვილიარეალის“ შემადგენლობაში ჩატარებულ სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგი მიქაუტაძემ მოედანზე, ჯამში, მხოლოდ 173 წუთი გაატარა, რაც დანარჩენ კანდიდატებზე საგრძნობლად ნაკლები დრო იყო, თუმცა შედეგიანობით ყველას აჯობა.
წყარო: 1tv.ge-sport
გიორგი მიქაუტაძე, მიქაუტაძე, ვილიარეალი, mikautadze, giorgi mikautadze, viliareali
გაზიარება
მოინახულეს 485-ჯერ
08-06-2026 05:26
355
“ერავანში ვარ, არჩევნებს ვაშუქებ და ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ხალხის ჩაწერა გადავწყვიტე… ერთმა ქართულ ტელევიზიას აუცილებლად უნდა გითხრათ ერთი რამეო” – რა უთხრეს ხვიჩა კვარაცხელიაზე მერაბ მეტრეველს სომხეთში ?
ვრცლად
05-06-2026 05:54
1 849
ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი “პსჟ”-ში და რამდენს გამოიმუშავებს 1 კვირაში კვარაცხელია ?
ვრცლად
03-06-2026 06:57
330
41 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
ვრცლად
02-06-2026 06:47
895
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ამ დროისთვის - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია და ვინ ფასობს ყველაზე ძვირად?
ვრცლად

