მადრიდის „რეალი“ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს „მანჩესტერ იუნაიტედის“ 30 წლის ნახევარმცველის ბრუნო ფერნანდეშის მიმართ. ამის შესახებ წერს გაზეთი Daily Star.
წყაროს ცნობით, „რეალი“ პორტუგალიელ ფეხბურთელს 39 წლის ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს. ფერნანდეშის შესაძლო ტრანსფერი დაახლოებით 108 მილიონ ევროდ ფასდება.
„იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს რუბენ ამორიმს სურს ნახევარმცველის შენარჩუნება, მაგრამ მანჩესტერულ კლუბს ასევე უნდა დამატებითი შემოსავლის მიღება და ხარჯების შემცირება.
მიმდინარე სეზონში ფერნანდეშმა ყველა ტურნირზე 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „მანჩესტერთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
წყარო: 1tv.ge
08-06-2026 05:26
355
“ერავანში ვარ, არჩევნებს ვაშუქებ და ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ხალხის ჩაწერა გადავწყვიტე… ერთმა ქართულ ტელევიზიას აუცილებლად უნდა გითხრათ ერთი რამეო” – რა უთხრეს ხვიჩა კვარაცხელიაზე მერაბ მეტრეველს სომხეთში ?
ვრცლად
05-06-2026 05:54
1 849
ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი “პსჟ”-ში და რამდენს გამოიმუშავებს 1 კვირაში კვარაცხელია ?
ვრცლად
03-06-2026 06:57
330
41 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
ვრცლად
02-06-2026 06:47
895
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ამ დროისთვის - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია და ვინ ფასობს ყველაზე ძვირად?
ვრცლად

