ცნობილი ავსტრიელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი, რომელიც ამჟამად თავის ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში, რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა Diario Sport-ის რედაქციის სტუმარი იყო და მოგვიანებით მისი ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო „პარი სენ-ჟერმენთან“ დაკავშირებით დასმული შეკითხვა იყო, რომლის პასუხშიც რანგნიკმა ყველაზე დადებით კონტექსტში ხვიჩა კვარაცხელია მოიხსენია.
- რატომ მოიგო „პარი სენ-ჟერმენმა“ მაინც და მაინც მიმდინარე სეზონში პირველად ჩემპიონთა ლიგა? ისინი უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ და წარმატებას ზუსტად მაშინ მიაღწიეს, როდესაც მთავარი ვარსკვლავები წავიდნენ. ვერც მბაპემ, ვერც მესიმ და ვერც ნეიმარმა კლუბს ჩემპიონთა ლიგა ვერ მოაგებინეს და თქვენ გგონიათ ეს დამთხვევაა? არავითარ შემთხვევაში.
- მათ ვურჩევდი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიასგან აეღოთ. ქართველი არის ფეხბურთელი, რომელსაც მაშინაც კი, როდესაც მისი გუნდი 4:0-ს იგებს და საფინალო სასტვენამდე 20 წუთია დარჩენილი, შეუძლია 60 მეტრი გაირბინოს და თანაგუნდელებს დაკარგული ბურთი დაუბრუნოს. მე არ მახსოვს მსგავსი რამ ნეიმარს, მესის, ან მბაპეს გაეკეთებინოს.
წყარო : Crystalsport
08-06-2026 05:26
355
“ერავანში ვარ, არჩევნებს ვაშუქებ და ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ხალხის ჩაწერა გადავწყვიტე… ერთმა ქართულ ტელევიზიას აუცილებლად უნდა გითხრათ ერთი რამეო” – რა უთხრეს ხვიჩა კვარაცხელიაზე მერაბ მეტრეველს სომხეთში ?
ვრცლად
05-06-2026 05:54
1 849
ვინ არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი “პსჟ”-ში და რამდენს გამოიმუშავებს 1 კვირაში კვარაცხელია ?
ვრცლად
03-06-2026 06:57
330
41 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
ვრცლად
02-06-2026 06:47
895
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ამ დროისთვის - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია და ვინ ფასობს ყველაზე ძვირად?
ვრცლად

