სენეგალელი ფეხბურთელი განაში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ RMC Sport-ი სენეგალის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის მეკარე, შეიხ ტურე, გამომძალველთა ქსელის მსხვერპლი გახდა.
წინასწარი გამოძიების თანახმად, ტურეს მოატყუეს, რომ მოროკოში სინჯებს გაივლიდა, რის შემდეგაც ის განაში, შეიარაღებული პირების ჯგუფმა გაიტაცა.
მოკვლის წინ, გამტაცებლები ფეხბურთელის ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. ამჟამად მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
წყარო: primetime.ge
15-04-2026 06:51
616
რა მოხდა პსჟ-ს და ლივერპულის მატჩის დასრულების შემდეგ ?
ვრცლად
14-04-2026 17:40
600
"პსჟ-ს" პრეზიდენტის მორიგი ღირსეული საქციელი
ვრცლად
12-04-2026 07:05
31
„სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის გოლით მოიგო - ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ვრცლად
10-04-2026 17:09
1 844
სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
ვრცლად

