საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე თურქეთის ნაკრების მეორე მწვრთნელმა ჰაკან დემირმა ისაუბრა.
მან მატჩის დროს არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. მოთამაშეები ერთმანეთთან კარგად არიან, მაგრამ მოედანზე იყო დიდი დაძაბულობა. ეს დასაშვებია, თუმცა ის, რაც მოხდა მოედნის მიღმა, გასახდელისკენ მიმავალ დერეფანში მოხდა, დაუშვებელია. სამმა კალათბურთელმა შეუტია ჩვენს ერთ მოთამაშეს. ამ ყოველივეს მიუხედავად, მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს გამარჯვება. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო“,- თქვა დემირმა.
თურქული მხარე განაგრძობს მტკიცებას, რომ ევრობასკეტზე საქართველოსთან მატჩის დროს გაძევებულ ფურკან კორკმაზს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა BeIN Sports Turkiye-ს ჟურნალისტმა ისმაილ სენოლმა და კონკრეტული გვარებიც დაასახელა:
“კორკმაზი გასახდელისკენ მიდიოდა, როდესაც მას შენგელია, ბითაძე და სანაძე დაესხნენ და მათთან ერთად დაცვის წევრიც იყო. ჩხუბში ჩართვა მოუწია ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელ ერენ ჰანგუნსაც, ვინც ფურკანს მიაცილებდა”.
ცნობისთვის, მატჩის ბოლოს მსაჯთან აგრესიული კამათისთვის მოედნიდან გააძევეს სტუმართა მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა, რომელსაც ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა. ქართველები კი წინა ტურებში ჯერ ბელგიასთან, შემდეგ ესპანეთთან დამარცხდნენ. ამჯერად შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – 88:83.
წყარო: newpost.ge & europop.ge
"ამას ასე არ დავტოვებთ სამი ქართველი კალათბურთელმა გასახდელში ჩვენი კალათბურთელი სცემა" - თურქები იმუქრებიან და გვარებსაც ასახელებ
5-09-2022, 08:27
გაზიარება
მოინახულეს 6 839-ჯერ
კომენტარები
10-05-2024 09:52
192
ვერ წარმოიდგენთ რომელ კლუბს სურს კვარაცხელიას ყიდვა – სასიამოვნო ინფორმაცია ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით
ვრცლად
09-05-2024 15:07
1 833
მიქაუტაძის შეძენა ესპანურ გრანდს სურს
ვრცლად
09-05-2024 12:32
100
რამდენია „მეცში“ გიორგი მიქაუტაძის ხელფასი?
ვრცლად
09-05-2024 11:00
267
კომფორტული, სადა და ლამაზი – როგორი ავტომობილით გადაადგილდებიან ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ნეაპოლის ქუჩებში
ვრცლად