სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას გვერდით დგომისა და გამხნევებისთვის. ჩემს ოლიმპიურ მედალში თითოეულ იმ ადამიანს აქვს წვლილი შეტანილი, ვისაც ჩემი სჯეროდა. მე ყოველთვის ვგრძნობდი საქართველოდან ხალხის მხარდაჭერას და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა. მართალია, მე დღესდღეობით სერბეთში ვმოღვაწეობ და ჩემი მედალიც ამ ქვეყანასა და ხალხს ეკუთვნის, მაგრამ აქაც საქართველოს წარმოვადგენ, ყველამ იცის, რომ ქართველი ვარ. შესაბამისად, მქონდა ორი ერისა და ქვეყნის წინაშე ვალდებულება, რომ მომეპოვებინა მედალი და მიხარია, რომ იმედები გავამართლებ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სერბეთსა და სერბ ხალხს, რადგან მათ ჩემთვის ყველაზე რთულ დროს მიმიღეს, მენდნენ მაშინ, როდესაც ბევრს ეჭვი შეეპარებოდა, მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. სწორედ მათი წყალობით შევძელი ჩემი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება და იმ მიზნის მიღწევა, რასაც ოლიმპიური მედალი ჰქვია. რიოს თამაშების შემდეგ დაწყებული ეს ოლიმპიური ციკლი ჩემთვის ძალიან პრობლემური აღმოჩნდა. ჯერ 2017 წელს მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა კვლავ სპორტში ყოფნას. შემდეგ კი უკვე პრობლემები ჭიდაობის ფედერაციაში დაიწყო. იმის გამო, რომ მწვრთნელების უსამართლო გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე, საბოლოოდ თავად გავხდი დევნისა და ჩაგვრის ობიექტი, რის გამოც ვეღარც ვვარჯიშობდი და ვერც ტურნირებზე დავდიოდი. საბოლოოდ კი ეს პრობლემები იმით დასრულდა, რომ იძულებული გავხდი ქვეყნიდან წავსულიყავი. ასეთი პრობლემების ფონზე, ბუნებრივია, კმაყოფილი და მადლიერი ვარ იმ შედეგის, რომელსაც ტოკიოში მივაღწიე. ოქროსთვის პარიზში ვიბრძოლებ! მადლობა კიდევ ერთხელ ყველას."
!["ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა "ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა](/uploads/posts/2024-07/1720090376_werteryyu.jpg)
![ფოტოები : “აი მესმის სილამაზე” – როგორ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მეუღლე ფოტოები : “აი მესმის სილამაზე” – როგორ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მეუღლე](/uploads/posts/2024-07/1720076143_imgonline-com-ua-twotoone-siregphcx3xbn6-1-750x375.png)
![მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე](/uploads/posts/2024-07/1720058341_45565c00-395e-11ef-a022-5ddcc72e9455.jpg)
!["გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია "გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია](/uploads/posts/2024-07/1720057992_regrytyturet.png)