სუმოს ლეგენდა ჰაკუჰო კარიერას ასრულებს. BBC-ს ინფორმაციით, სუმოში ათასზე მეტი გამარჯვებისა და უამრავი ტიტულის შემდეგ, ჰაკუჰო დიდ სპორტს ემშვიდობება.
36 წლის სუმოისტს მარჯვენა მუხლზე ტრავმა აწუხებდა და რამდენიმე ტურნირის გამოტოვებაც მოუხდა. სუმოს ასოციაციამ ჰაკუჰო გააფრთხილა, რომ ტურნირების გამოტოვების შემთხვევაში მას კარიერის დასრულება მოუწევდა. წელს ივლისში სუმოისტმა 45-ე ბაშო მოიგო, რის შემდეგაც იაპონურ მედიას განუცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.
ჰაკუჰომ წელს იაპონიის მოქალაქეობა მიიღო და ახლა მას უფლება აქვს, რომ სუმოისტთა კლუბის მმართველი და მწვრთნელი გახდეს.
მონღოლმა სუმოისტმა კარიერა 2001 წელს დაიწყო და 2007 წელს იოკოძუნა გახდა. სუმოში ახლა მხოლოდ ერთი მოქმედი იოკოძუნაღა დარჩა და ეს კაკურიუა.
ჰაკუჰომ იაპონიის მოქალაქეობა მიიღო - მისი მომავალი პროფესია ცნობილია
გაზიარება
მოინახულეს 1 602-ჯერ
კომენტარები
12-05-2024 11:48
1
კახი კახიაშვილმა ოლიმპიადა მოიგო, კვარცლბეკზე კი იქამდე არ ავიდა, სანამ მისი გვარის გასწვრივ "GEO" არ დაეწერა!
ვრცლად
10-05-2024 09:52
291
ვერ წარმოიდგენთ რომელ კლუბს სურს კვარაცხელიას ყიდვა – სასიამოვნო ინფორმაცია ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით
ვრცლად
09-05-2024 15:07
1 962
მიქაუტაძის შეძენა ესპანურ გრანდს სურს
ვრცლად
09-05-2024 12:32
127
რამდენია „მეცში“ გიორგი მიქაუტაძის ხელფასი?
ვრცლად