24 მარტს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება.
გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას:
“ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩის, საქართველო – ესპანეთის, ბილეთების გაყიდვა, 24 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.
Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
საქართველო – ესპანეთის მატჩზე ბილეთების შესაძენად და შეხვედრაზე დასასწრებად შესაბამისი რეგულაციები იმოქმედებს. თამაშს გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, რაც სტადიონის საერთო ტევადობის 30 პროცენტს მოიცავს.
მატჩის დასრულების შემდეგ, 29 მარტის 01:00 საათამდე, თბილისის მერიის უზრუნველყოფით, ქალაქის მასშტაბით იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
- ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა
- ბილეთის შეძენისას აუცილებელია მითითებულ იქნას ყველა მფლობელის პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობ. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). ინფორმაციის შეყვანა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით.
- მითითებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს.
- ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც თამაშის დღეს გადაადგილდება.
- მატჩის დღეს გადაადგილების საშვზე დასტურს გულშემატკივარი მითითებულ ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს
- გადაადგილების საშვის გამოსაყენებლად ყველა გულშემატკივარმა თან უნდა იქონიოს პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან დაბადების მოწმობა)
- აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა
- ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც
- ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს
- სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან
- სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი
- სტადიონის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი
- სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება
- სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი
- რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა სტადიონის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი
გულშემატკივართა საყურადღებოდ: სტადიონზე ყოფნის განმავლობაში მოგიწოდებთ, დაიცვათ და გაითვალისწინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია. ასევე უცვლელი რჩება სტადიონზე ქცევის წესები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.”
![რას განასახიერებს გიორგი მიქაუტაძის ცნობილი ჟესტი? რას განასახიერებს გიორგი მიქაუტაძის ცნობილი ჟესტი?](/uploads/posts/2024-06/1719735836_0b485680-36af-11ef-a14a-43291f5bb04e.jpg)
!["დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა" - კრიშტიანუ რონალდუ დედის შესახებ საუბრობს "დედაჩემმა მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა. მშიერი წვებოდა, რომ მე მეჭამა. ფული არ გვქონდა, კვირაში 7 დღე და ღამე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ფეხბურთზე მევლო და მეთამაშა" - კრიშტიანუ რონალდუ დედის შესახებ საუბრობს](/uploads/posts/2024-06/1719726506_mtavari-poto-12-1705607564.jpg)
!["ვეცდებით, რომ ბევრი გოლი გავუტანოთ და ვეცდებით, რომ მამარდაშვილს კარგი დღე არ ჰქონდეს" - რას ამბობს ესპანელი ფეხბურთელი მამარდაშვილზე? "ვეცდებით, რომ ბევრი გოლი გავუტანოთ და ვეცდებით, რომ მამარდაშვილს კარგი დღე არ ჰქონდეს" - რას ამბობს ესპანელი ფეხბურთელი მამარდაშვილზე?](/uploads/posts/2024-06/1719713630_1c0b1210-35ea-11ef-994f-b1caae44713d.jpg)
![რონალდუ თამაშის დაწყების წინ ქართველებთან მისულა ყველას წარმატება უსურვა და მოტივაცია მისცა რონალდუ თამაშის დაწყების წინ ქართველებთან მისულა ყველას წარმატება უსურვა და მოტივაცია მისცა](/uploads/posts/2024-06/1719564908_cristiano_ronaldo_portugal_2023.jpg)