ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წლის 19 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი მამა კარგად ცნობილი ძიუდოისტი - ზაზა შერაზადიშვილი, მეტსახელად "პაპუასა" იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.
საქართველოში ცხოვრებისას, პატარა ნიკო ძიუდოსა და წყალბურთში ვარჯიშობდა. 12 წლის წინ, შერაზადიშვილების ოჯახი ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. რადგან ნიკოლოზს კარიერის გაგრძელება ძიუდოში სურდა, მადრიდიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, პატარა ქალაქ ბრუნეტეს ძიუდოს სკოლაში შეიყვანეს. მისი მასწავლებელი და მთავარი მწვრთნელი ჯოაკინ რუისი გახდა, რომელსაც ოლიმპიადაზე სამჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 190 სანტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
2014 წელს ნიკომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მაშინ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა ძიუდოში.
ნიკოსთვის განსაკუთრებული 2018 წელი გამოდგა, როდესაც უკვე უფროსთა შორის თელ-ავივში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 24 სექტემბერს კი ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ქალაქმა ბრუნეტემ ნიკოლოზ შერაზადიშვილს მადლობა სასიამოვნო ჟესტით გადაუხადა - "ტატამის მეფისა" და "ძიუდოს ანგელოზის" პატივსაცემად გაიხსნა ქუჩა, რომელსაც "Niko Shera" ეწოდება.
"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ესპანეთში ჩემი სახელობის ქუჩა იქნებოდა. როცა აქ ჩამოვედით, არც ესპანურს ვფლობდი და არაფერი ვიცოდი ესპანეთის შესახებ. ახლა ვსაუბრობ ესპანურად, ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ბრუნეტში გავატარე ჩემი პირადი და სპორტული ცხოვრების დიდი ნაწილი...
მე ვიცი, რომ საქართველოდან მოვდივარ და ეს არასოდეს უნდა დამავიწყდეს. ამაყი ვარ" - უთხრა ესპანურ სპორტულ გამოცემა as.com-ს შერაზადიშვილმა.
!["ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა "ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა](/uploads/posts/2024-07/1720090376_werteryyu.jpg)
![ფოტოები : “აი მესმის სილამაზე” – როგორ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მეუღლე ფოტოები : “აი მესმის სილამაზე” – როგორ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მეუღლე](/uploads/posts/2024-07/1720076143_imgonline-com-ua-twotoone-siregphcx3xbn6-1-750x375.png)
![მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე](/uploads/posts/2024-07/1720058341_45565c00-395e-11ef-a022-5ddcc72e9455.jpg)
!["გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია "გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია](/uploads/posts/2024-07/1720057992_regrytyturet.png)