უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ თქვა, რომ ყოფილ თანაგუნდელთან და მეგობართან, კახა კალაძესთან ურთიერთობა აღარ აქვს.
„მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს“, — განაცხადა შევჩენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კალაძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.
თბილისის მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო თანაგუნდელები იყვნენ ჯერ კიევის „დინამოში“, შემდეგ კი — „მილანში“.
ანდრეი შევჩენკო რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში და მხარს უჭერდა კახა კალაძეს უკვე პოლიტიკოსის რანგშიც.
წყარო: netgazeti.ge
15-04-2026 06:51
616
რა მოხდა პსჟ-ს და ლივერპულის მატჩის დასრულების შემდეგ ?
ვრცლად
14-04-2026 17:40
600
"პსჟ-ს" პრეზიდენტის მორიგი ღირსეული საქციელი
ვრცლად
12-04-2026 07:05
31
„სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის გოლით მოიგო - ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ვრცლად
10-04-2026 17:09
1 844
სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
ვრცლად

