დღეს, 28 ივლისს, 21 წლის ლაშა ბექაური -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სრულიად ქართული მედიის ყურადღება ახალგაზრდა სპორტსმენზეა მიმართული. სოციალური ქსელები აჭრელდა ოლიმპიური ჩემპიონის ფოტოებით.
„დაიჯესტი“ ახალგაზრდა ძიუდოისტის პირადი ცხოვრებით დაინტერესდა.
კარიერა
იმისთვის, რომ დღეს ასეთი მწვერვალები დაეპყრო, რთული გზა გაიარა.ქართველი ძიუდოისტი საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობს. ის არის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. პირველი ადგილი 2019 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში და ასევე, პირველი ადგილი 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2018 წელსაც გახდა, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში.
![](https://digest.pia.ge/files/2021/07/28/15648/lasha_o_h.jpeg)
ოჯახი და მეგობრები
„ძალიან მოძრავი ბავშვი იყო პატარაობიდანვე და პირადად ჩემი გადაწყვეტილებით მივიყვანე მესამეკლასელი ლაშა ძიუდოზე, ჩვენს სოფელში, არხილოსკარის დარბაზში, კახა წიკლაურთან.
თავიდან სკოლაში კარგად სწავლობდა. მას შემდეგ, რაც სპორტს მიჰყო ხელი, სწავლისთვის ვეღარ იცლიდა. სულ დაღლილი მოდიოდა ვარჯიშიდან. მიუხედავად სპორტული კარიერისა, ბოლოს სწავლისთვისაც გამონახა დრო და გახდა სტუდენტი. ზოგადად, ძიუდოს ფედერაციაც მოტივირებულია და მომხრეა, რომ არამხოლოდ სპორტში იყვნენ წარმატებული სპორტსმენები, არამედ სწავლაშიც. უფრო მეტიც, ლაშასთან დარბაზში მიდიოდნენ მასწავლებლები და საგამოცდოდ ამზადებდნენ“, - ამბობდა ლაშას მამა შვილზე.
„ჩემი ოჯახი ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევდა. დედაჩემი ვაჟკაცური ქალია და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე გავხდებოდი დიდი ჩემპიონი. ჩემს ოჯახს და სოფელს ყოველთვის სჯეროდა ჩემი“,- ამბობს ლაშა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისი ჰობი, ძიუდოს გარდა, ნადირობა და თევზაობაა. როგორც ირკვევა ძიუდოისტი წერს ლექსებსაც.
![](https://digest.pia.ge/files/2021/07/28/15645/lasha-bekauri_o_h.jpeg)
„ჩემი მთავარი მიზანია, გავხდე ძიუდოში რეკორდსმენი და 4-ჯერ მოვიგო ოლიმპიადა, რაც დღემდე არავის გაუკეთებია,“ - ამბობდა ლაშა ერთ-ერთ ინტერვიუში.
სკანდალი
ლაშა ბექაურმა 8 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სპორტსმენი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. ძიუდოისტმა მოგვიანებით პოსტი წაშალა.ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და სპორტსმენის მიმართ წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა).
გარდაცვლილი ძმა
როგორც ცნობილია, ლაშას ჰყავდა უფროსი ძმა, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა.![](https://digest.pia.ge/files/2021/07/28/15646/lasha_o_h.jpeg)
წყარო: digest.pia.ge
გაზიარება
მოინახულეს 4 964-ჯერ
კომენტარები
!["ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა "ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა](/uploads/posts/2024-07/1720090376_werteryyu.jpg)
04-07-2024 13:52
0
"ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა
ვრცლად
![ფოტოები : “აი მესმის სილამაზე” – როგორ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მეუღლე ფოტოები : “აი მესმის სილამაზე” – როგორ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მეუღლე](/uploads/posts/2024-07/1720076143_imgonline-com-ua-twotoone-siregphcx3xbn6-1-750x375.png)
04-07-2024 09:55
1 130
ფოტოები : “აი მესმის სილამაზე” – როგორ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მეუღლე
ვრცლად
![მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე](/uploads/posts/2024-07/1720058341_45565c00-395e-11ef-a022-5ddcc72e9455.jpg)
04-07-2024 04:58
3 646
მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე
ვრცლად
!["გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია "გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია](/uploads/posts/2024-07/1720057992_regrytyturet.png)
04-07-2024 04:52
634
"გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია
ვრცლად