დღის ახალი ამბები

"გაცნობიდან ერთი წელიც არ გასულა, ჩემი მეუღლე გახდა" - რას ჰყვება ლაშა ტალახაძე მეუღლეზე და შვილებზე?

"გაცნობიდან ერთი წელიც არ გასულა, ჩემი მეუღლე გახდა" - რას ჰყვება ლაშა ტალახაძე მეუღლეზე და შვილებზე?

მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და მისი მეუღლე ანუკი დემურია “ღამის პრაიმტაიმის” ეთერში ერთმანეთის გაცნობის ისტორიას იხსენებენ.
როგორც ლაშა საუბრობს ანუკი ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში შემთხვევით შეხვდა.

“ანი ბათუმში გავიცანი. ერთ-ერთ სასტუმროში შემთხვევით შემხვდა. მეგობრებთან ერთად ვიყავით”, – საუბრობს ლაშა ტალახაძე.

ანუკის თქმით, სოციალურ ქსელში მიმოწერა მანამდეც ჰქონდათ და პირველად სასტუმროში ნახეს ერთმანეთი.

“ფილმის სცენას ჰგავდა. ორივე ერთად გავდიოდით კარებში და ასე შევხვდით პირველად ერთმანეთს”, – საუბრობს ანუკი.

ლაშა ტალახაძე აღნიშნავს, რომ იყო მომენტები, როდესაც ანუკი შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა.

“მისი გულის მოგება შევძელი. ხანდახან იყო მომენტები შეხვედრაზე უარს მეუბნებოდა. ხან მე ვქრებოდი, ხან ის. სპორტული დეპრესია მქონდა. შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავი. გადავწყვიტეთ დაოჯახება”, – საუბრობს ლაშა ტალახაძე.

წყარო: fortuna.ge




გაზიარება
მოინახულეს 220-ჯერ
კომენტარები
რეკლამა