საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცნობილია მისი ძალიან დახვეწილი გემოვნებით. მის ჩაცმულობაზე პრესა ხშირად წერს და უმეტეს შემთხვევაში მას გემოვნებას უწონებს. საზოგადოებაშიც და მის ოპონენტებშიც კი კალას გემოვნება აღიარებას იწვევს. მერის საქმიანობის წლის ანგარიშზე კი მისი „ბალენსიაგას“ ფეხსაცმლები უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა, ვიდრე ეკრანზე გამოტანილი საქმიანობის ამსახველი გრაფიკა.
ქალაქის თავკაცი ასევე ცნობილია ავტომობილებისადმი სიყვარულით, თუმცა, მას ამ ბოლო დროს ერთი „უცნაურობა“ აღენიშნება. სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა ყველას გვახსოვს მისი გრანდიოზული Bentley და Range Rover-ი, მის ავტოფარეხში მდიდრული სპორტული ავტოებიდან Mercedes- AMG GT-ის, Mercedes- AMG G Class-ისა და სხვა ავტოებს ახლაც იპოვით. თუმცა მერად არჩევის შემდეგ კალაძემ „ფერი იცვალა“ და დიდი ზომის ავტომობილებიდან არათუ პატარა, არამედ ძალიან პატარა ავტომობილებზე გადაჯდა.
ჯერ იყო და MINI-თ მოძრაობდა, შემდეგ იტალიური Fiat 500-ით აი ახლა კი კიდევ უფრო პატარა ზომის - 0,9 ლიტრიან ტურბოძრავიან 2018 წლის ორადგილიან Smart-ზე გადაჯდა.
როცა ვიკითხეთ რატომ ასეთი პატარა ავტომობილები, გვიპასუხეს რომ ურბანულ სივრცეში ამ ტიპის ავტომობილებით გადაადგილება მეტად კომფორტულია ხოლო კალაძე პრაქტიკულობას ანიჭებს უპირატესობასო. ისიც გავიგეთ, რომ თურმე მერი მძღოლის სამსახურზე უარს ამბობს, სამსახურში თავად ატარებს და სხვდასხვა ღონისძიებებზეც თავად დადის მისი „პიპიებით“.
მოკლედ, თავის დროზე მილიონერი სელებრითისთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკით შემკობილი კალა, ახლა თანამედროვე მერის შესაფერისად იქცევა და სხვა ქართველი ჩინოვნიკების უმეტესობისგან ამითაც გამორჩეულია, რომლებიც „ორსართულიანი პრადოებიდან“ ვერ გადმოჯდნენ.
წყარო: autobild.ge
![“რომ არა რუსეთი, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა” – ზაზა ჯანაშია კვარაცხელიას შესახებ საუბრობს “რომ არა რუსეთი, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა” – ზაზა ჯანაშია კვარაცხელიას შესახებ საუბრობს](/uploads/posts/2024-07/1720333552_1719714467_1660372117-.jpg)
![რა წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთეს კვარაცხელიას გერმანიაში ? რა წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთეს კვარაცხელიას გერმანიაში ?](/uploads/posts/2024-07/1720273980_3809350-77438928-2560-1440.jpg)
![“ლამაზი ქართული ოჯახი” – ნახეთ გიორგი მამარდაშვილის ფოტოები მშობლებთან ერთად “ლამაზი ქართული ოჯახი” – ნახეთ გიორგი მამარდაშვილის ფოტოები მშობლებთან ერთად](/uploads/posts/2024-07/1720272093_imgonline-com-ua-twotoone-eqmp3evmnv-1.png)
![რამდენ მილიონს იხდიდა "რეალი" მამარდაშვილის სანაცვლოდ? - ტრანსფერი "ვალენსიას" პრეზიდენტმა დაბლოკა რამდენ მილიონს იხდიდა "რეალი" მამარდაშვილის სანაცვლოდ? - ტრანსფერი "ვალენსიას" პრეზიდენტმა დაბლოკა](/uploads/posts/2024-07/1720209686_maxresdefault-2.jpg)