ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული განყოფილების უფროსი, სანდრო გულია სოციალურ ქსელში „კურიერის“ იმ გამოშვებას აქვეყნებს, სადაც გენო პეტრიაშვილი სამთვიანი ტყვეობის შემდეგ, სახლში დააბრუნეს.
„ამ კადრებზე 11 წლის გენო პეტრიაშვილია, რომელიც სამთვიანი ტყვეობის შემდეგ, სახლში დააბრუნეს…
ამ უმაგრესმა ბიჭმა დღეს საქართველოს ვერცხლის მედალი მოუპოვა ოლიმპიადაზე! ამ კადრების შემდეგ, გენო პეტრიაშვილის გამარჯვებების ყურება, დარწმუნებული ვარ, უდიდესი სიამაყით ავსებს ჩვენს მოქალაქეებს, და არა მხოლოდ.
კიდევ ერთხელ მადლობა ამ უძლიერეს ბიჭს,“- წერს სანდრო გულუა.
დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შემატა. +125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ფალავანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალურ შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელ გეიბლ სტევსონთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
წყარო: tia.ge
![“რომ არა რუსეთი, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა” – ზაზა ჯანაშია კვარაცხელიას შესახებ საუბრობს “რომ არა რუსეთი, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა” – ზაზა ჯანაშია კვარაცხელიას შესახებ საუბრობს](/uploads/posts/2024-07/1720333552_1719714467_1660372117-.jpg)
![რა წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთეს კვარაცხელიას გერმანიაში ? რა წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთეს კვარაცხელიას გერმანიაში ?](/uploads/posts/2024-07/1720273980_3809350-77438928-2560-1440.jpg)
![“ლამაზი ქართული ოჯახი” – ნახეთ გიორგი მამარდაშვილის ფოტოები მშობლებთან ერთად “ლამაზი ქართული ოჯახი” – ნახეთ გიორგი მამარდაშვილის ფოტოები მშობლებთან ერთად](/uploads/posts/2024-07/1720272093_imgonline-com-ua-twotoone-eqmp3evmnv-1.png)
![რამდენ მილიონს იხდიდა "რეალი" მამარდაშვილის სანაცვლოდ? - ტრანსფერი "ვალენსიას" პრეზიდენტმა დაბლოკა რამდენ მილიონს იხდიდა "რეალი" მამარდაშვილის სანაცვლოდ? - ტრანსფერი "ვალენსიას" პრეზიდენტმა დაბლოკა](/uploads/posts/2024-07/1720209686_maxresdefault-2.jpg)