საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა, - ამის შესახებ სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
„რამდენიმე მედიასაშუალებამ მომეტებული ინტერესი გამოხატა იმის შესახებ, მიიღო თუ არა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მილოცვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან.
მინდა ვუთხრა ამ თემით დაინტერესებულ მედიას, რომ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის. ბიძინა ივანიშვილი ათეულობით წლების განმავლობაში ახორციელებდა ქველმოქმედებას ისე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არავინ იცოდა და რა გასაკვირია, რომ გულითადი მილოცვა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ყოველგვარი აფიშირების გარეშე მიიღო“, - განაცხადა კობიაშვილმა.
წყარო: tia.ge
![„თქვენი შვილი ჩვენია, ყველასია…“ – ვინ არიან გიორგი მამარდაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მუდმივად მის გვერდით არიან „თქვენი შვილი ჩვენია, ყველასია…“ – ვინ არიან გიორგი მამარდაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მუდმივად მის გვერდით არიან](/uploads/posts/2024-06/1719209447_448956384_466728979629651_7921069151147993701_n.jpg)
!["ჩემი ცოლი ჩემს ფოტოს არ დებს და კრიშტიანუსას იცოცხლე, არც დაანება ამ დალოცვილმა თავი თამაშს" - რას წერს გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში? "ჩემი ცოლი ჩემს ფოტოს არ დებს და კრიშტიანუსას იცოცხლე, არც დაანება ამ დალოცვილმა თავი თამაშს" - რას წერს გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში?](/uploads/posts/2024-06/1719168346_23423fret.jpg)
![“ახლა ფეხბურთი მათთვის ერთადერთი შვებაა…” - სოსო პავლიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაწილეობაზე? “ახლა ფეხბურთი მათთვის ერთადერთი შვებაა…” - სოსო პავლიაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მონაწილეობაზე?](/uploads/posts/2024-06/1719149637_3040ce50-315f-11ef-90e1-ebd291094156.jpeg)
![მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა – მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე მსგავსი რამ ბოლოს 20 წლის წინ მოხდა – მამარდაშვილის უნიკალური მიღწევა ევროპის ჩემპიონატზე](/uploads/posts/2024-06/1719148489_ert46tgert.jpg)