დღის ახალი ამბები

კვარაცხელიას მომავალი გადაწყდა? - კონტემ "ნაპოლიში" დანიშვნის შემდეგ გუნდის სპორტულ დირექტორს ხვიჩაზე ეს შეუთვალა

კვარაცხელიას მომავალი გადაწყდა? - კონტემ "ნაპოლიში" დანიშვნის შემდეგ გუნდის სპორტულ დირექტორს ხვიჩაზე ეს შეუთვალა
13-06-2024, 09:28

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლიში" ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას სადილი შედგა.

"პარტენოპეის" დამრიგებელმა მანას აცნობა, რომ ორი ფეხბურთელი ხელშეუხებელია და ამ ზაფხულს მათ არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეელევიან.

პირველი და მთავარი პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, მეორე კი - კლუბის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას აგენტი "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მისით პსჟ-ია დაინტერესებული.

წყარო: sportall.ge






გაზიარება
მოინახულეს 3 201-ჯერ
კომენტარები
რეკლამა