ტოკიოს 2020 წლის ოპლიმპიადაზე პირველი ოქრო ჩვენს ქვეყანას 21 წლის ლაშა ბექაურმა მოუტანა. ქართველი ძიუდოისტი 90 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფინალში გასასვლელად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი მიხეილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა. რუსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ბრძოლა ქართველ ძიუდოისტს გერმანელ ედუარდ ტრიპელთან მოუწია და მეტოქის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, ოქრო არ დათმო და ჩვენს ქვეყანას უდიდესი სიხარული მიანიჭა.
ის მესამე კლასელი ლაშა ბექაური, რომელიც მამამ თავიანთ სოფელში, არხილოსკალოში კახა წიკლაურთან ძიუდოზე შეიყვანა, დღეს ოლიმპიური მედლის მფლობელი გახდა. AMBEBI.GE ლაშას მამას, გელა ბექაურს დაუკავშირდა. მას ვთხოვეთ გაეზიარებინა შვილის გამარჯვებით გამოწვეული ემოციები:
- ბატონო გელა, თავის დროზე, ლაშას თქვენ გაუკვალეთ გზა, თქვენი სურვილი იყო მას ცხოვრება ძიუდოსთვის დაეკავშირებინა. ახლა, როცა ის ოლიმპიადის გამარჯვებული და ჩემპიონია, რას გრძნობთ? თუ ესაუბრეთ ლაშას?
- ჯერ ვერ გავერკვიე ჩემს თავს რა ხდება... იხილეთ სტატია სრულად
!["ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა "ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა](/uploads/posts/2024-07/1720090376_werteryyu.jpg)
![ფოტოები : “აი მესმის სილამაზე” – როგორ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მეუღლე ფოტოები : “აი მესმის სილამაზე” – როგორ გამოიყურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის მეუღლე](/uploads/posts/2024-07/1720076143_imgonline-com-ua-twotoone-siregphcx3xbn6-1-750x375.png)
![მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე](/uploads/posts/2024-07/1720058341_45565c00-395e-11ef-a022-5ddcc72e9455.jpg)
!["გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია "გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია](/uploads/posts/2024-07/1720057992_regrytyturet.png)