დღის ახალი ამბები

რა სურვილის ახდენა ჩაიფიქრა ლაშა ბექაურმა 2022 წლისთვის ?

რა სურვილის ახდენა ჩაიფიქრა ლაშა ბექაურმა 2022 წლისთვის ?

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა.
 
„2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის“ ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა – ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.
 
ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ის სურვილი გაამხილა, რომლის ახდენაც 2022 წელს სურს.
 
„ახალ წელს, 2022-ში ვისურვებდი, რომ… კომპლექტაციის შეკვრაში მაკლია ერთი ტიტული მსოფლიოს ჩემპიონობა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვემზადები განსაკუთრებულად. ქართველ გულშემატკივარს ბევრ სიხარულს და გამარჯვებას ვპირდები“, – ამბობს ლაშა ბექაური.






გაზიარება
მოინახულეს 1 113-ჯერ
კომენტარები
რეკლამა