დღის ახალი ამბები

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს ! როდის შედგება მისი დებიუტი

გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს ! როდის შედგება მისი დებიუტი

20 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სულ მალე საქართველოს პასპორტს აიღებს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ფორმით ითამაშებს.

adjarasport.com-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ბელგიური სერაინის ცენტრფორვარდს საქართველოს მოქალაქეობა უახლოეს პერიოდში ექნება და მიქაუტაძე მარტში შეძლებს ვილი სანიოლის განკარგულებაში ყოფნას.

მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 16-ჯერ ითამაშა და მის აქტივში 15 გატანილი გოლია.

საქართველოს ნაკრები მარტში 3 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შვედებთან სტუმრად 25 მარტს, 28 მარტს ესპანეთთან დინამო არენაზე, ხოლო 31 მარტს საბერძნეთში ადგილობრივ ნაკრებს შეხვდება.






გაზიარება
მოინახულეს 2 059-ჯერ
კომენტარები
რეკლამა