საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, თუმცა რატომღაც მათი სწორედ განვითარება და ჩამოყალილება ჩვენს ქვეყანაში ვერ ან არ ხერხდება.
ჩვენს გვერდით არის ბევრი გამორჩეული მოთამაშე, რომელთაც ფეხბურთის თამაში სურთ, მაგრამ საქართველოში მათ ამის პირობა არ აქვთ, ამიტომ ისინი უცხოეთში მიდიან, ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი კი გიორგი მამუჩიშვილი გახლავთ.
გიორგი ჯერ 21 წლის არის, მას რამდენიმე წლის შეეძლო უცხოეთში გამგზავრება, მაგრამ წარმატების მიღწევა ჯერ ჩვენ ქვეყანაში სურდა, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა საქართველოს რამდენიმე გუნდში ითამაშა, მისი ბოლო გუნდი "დუშეთი" იყო.
თუმცა არასათანადო პირობების გამო მას ქვეყნის დატოვება და ჩეხეთში გამგზავრება მოუწია. მამუჩიშვილი ჯერ მხოლოდ ერთი თვეა რაც ჩეხეთში იმყოფება და "ჰრლადეც კრალოვეში" თამაშობს, მაგრამ მკაფიოდ ხედავს თუ რა დიდი განსხვავებაა აქაურ და იქაურ პირობებს შორის. ფეხბურთელის თქმით მას ყველა პირობაა აქვს, რომ მხოლოდ ვარჯიშზე და ფეხბურთზე იფიქროს.
"ძალიან კმაყოფილი ვარ აქაური პირობებით, დღეში ორჯერ გვიწევს ვარჯიში და უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობ, არ შემიძლია არ აღვნიშნო სამწვრთნელო შტაბი და გუნდელები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ აქ ყოფნა გამიადვილდეს და მალე გავიარო ადაპტაციის პერიოდი"
"ინფრასტრუქტურის მხრივ სრულიად გამართულია ყველაფერი, ვცდილობ, რომ სწრაფად აღვიდგონო სასურველი ფორმა, უკვე ამხანაგურ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა , გოლებიც გავიტანე და იმედი მაქვს მალე ოფიციალურ შეხვედრასაც ვითამაშებ"
"სინჯებზე ჩემით მივედი,საბედნიეროდ პირველივე ვარჯიშის შემდეგ გადაწყვიტეს ჩემი დატოვება, ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი ამ გუნდში თავის დამკივდრებაა, რისთვისაც თავდაუზოგავად ვშრომობ"-აცხადებს გიორგი ჩვენთან საუბარში.
![„ბავშვების შესანახად და საკუთარი ხარჯებისთვის“ – რა თანხას უხდის კრიშტიანუ რონალდუ მეგობარ გოგონას ყოველთვიურად „ბავშვების შესანახად და საკუთარი ხარჯებისთვის“ – რა თანხას უხდის კრიშტიანუ რონალდუ მეგობარ გოგონას ყოველთვიურად](/uploads/posts/2024-07/1719903064_imgonline-com-ua-twotoone-mnnvrxwlhp8-1-750x375.png)
![ვის და როდის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრაში ? ვის და როდის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრაში ?](/uploads/posts/2024-07/1719833489_untitled-design-33-3.jpg)
!["იმ რამდენიმე წუთისთვისაც მადლობელი ვარ მისი, რაც ვითამაშე" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე "იმ რამდენიმე წუთისთვისაც მადლობელი ვარ მისი, რაც ვითამაშე" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე](/uploads/posts/2024-07/1719823156_imedinews-8.jpg)
!["საქართველო ურთულესი მეტოქე იყო, შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე“ - ნიკო უილიამსი "საქართველო ურთულესი მეტოქე იყო, შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე“ - ნიკო უილიამსი](/uploads/posts/2024-07/1719821976_e6232200-3777-11ef-b00c-2deefb57cb9b.jpg)