სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურია დაკავებული. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული პირიც დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
მათივე ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - "სტეჩკინის" ტიპის პისტოლეტი და "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
წყარო: formulanews.ge
ზურაბ ზვიადაური დაკავებულია - შსს-ს ცნობით, მან მისი ძმის მკვლელი სასიკვდილოდ დაჭრა
17-08-2021, 09:23
გაზიარება
მოინახულეს 30 931-ჯერ
კომენტარები
20-05-2024 08:42
454
ხვიჩას მორიგი აღიარება – როგორი ვარსკვლავების გვერდით მოხვდა კვარაცხელია ?
ვრცლად
20-05-2024 08:20
2 145
დე ლაურენტისმა როდესაც კვარაცხელიას საოცარი გოლი ნახა საჯარიმოდან, ეს გააკეთა…
ვრცლად
19-05-2024 16:01
1 426
„ჯორჯია! კვარაააა.. გვეძახიან, რანაირი სიამაყის გრძნობაა ვერ გადმოვცემ.. მადლობა კვარა “ - ნინი შერმადინი კანის ფესტივალიდან
ვრცლად
19-05-2024 10:11
575
“რომ არა რუსეთი, ხვიჩა ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვერ გახდებოდა” – ზაზა ჯანაშია კვარაცხელიას შესახებ საუბრობს
ვრცლად