დღის ახალი ამბები

ვის და როდის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრაში ?

ვის და როდის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრაში ?
1-07-2024, 14:31

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჩვენი ნაკრებისთვის სადებიუტო ევროპა მართლაც წარმატებული გამოვიდა და გულშემატკივარს ბევრი ბედნიერი წუთიც აჩუქა.

ახლა  ქართველი ფეხბურთელები დაისვენებენ, მერე დაუბრუნდებიან თავიანთ გუნდებს და მოემზადებიან ახალი საკლუბო სეზონისთვის...

მაგრამ სექტემბრიდან კვლავ გველის სანაკრებო ბატალიები - იწყება ერთა ლიგის რიგით IV, 2024/25 წლების გათამაშება, რომელშიც საქართველოს ნაკრები უკვე B ლიგაში იასპარეზებს და I ჯგუფში მისი მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან.

ერთა ლიგის პირველი მატჩი უკვე 7 სექტემბერს ჩეხეთის წინააღმდეგ თბილისში გველის , 10 სექტემბერს კი სტუმრად ალბანეთს დავუპირისპირდებით.





საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა საქართველო-ჩეხეთი sakartvelo-chexeti კვარაცხელია georgian national team
გაზიარება
მოინახულეს 1 409-ჯერ
კომენტარები
რეკლამა