ლუის ენრიკემ საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მოგებული (1:2) შეხვედრის შემდეგ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და განვლილ მატჩზე ისაუბრა.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გოლის ავტორის, ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციალი ძალიან კარგად შეაფასა.
„ასე რთულ თამაშს ველოდი თუ არა? ძალიან რთული მატჩი იყო. შესაძლოა, საბერძნეთზე რთულიც კი. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი ხარისხი ჰქონდა, განსაკუთრებით დაცვაში. საბოლოოდ, სასიხარულოა, რომ მოვიგეთ. საქართველოს ნაკრები იზრდება. შვედებთან მატჩის შემდეგ დაცვა კიდევ უფრო კარგი იყო. ეს გამბედაობა ნაკრებს საშინაო მატჩმა და გულშემატკივრებმა მისცა.
ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება – ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან მაგარი ხარისხის მოთამაშეა და თუ ასე გააგრძელებს, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ“, – განაცხადა ესპანელთა თავკაცმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
ავტორი - მერაბ მამულაშვილი
წყარო:
1tv.ge
![„ბავშვების შესანახად და საკუთარი ხარჯებისთვის“ – რა თანხას უხდის კრიშტიანუ რონალდუ მეგობარ გოგონას ყოველთვიურად „ბავშვების შესანახად და საკუთარი ხარჯებისთვის“ – რა თანხას უხდის კრიშტიანუ რონალდუ მეგობარ გოგონას ყოველთვიურად](/uploads/posts/2024-07/1719903064_imgonline-com-ua-twotoone-mnnvrxwlhp8-1-750x375.png)
![ვის და როდის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრაში ? ვის და როდის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრაში ?](/uploads/posts/2024-07/1719833489_untitled-design-33-3.jpg)
!["იმ რამდენიმე წუთისთვისაც მადლობელი ვარ მისი, რაც ვითამაშე" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე "იმ რამდენიმე წუთისთვისაც მადლობელი ვარ მისი, რაც ვითამაშე" - რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ვილი სანიოლის გადაწყვეტილებაზე](/uploads/posts/2024-07/1719823156_imedinews-8.jpg)
!["საქართველო ურთულესი მეტოქე იყო, შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე“ - ნიკო უილიამსი "საქართველო ურთულესი მეტოქე იყო, შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე“ - ნიკო უილიამსი](/uploads/posts/2024-07/1719821976_e6232200-3777-11ef-b00c-2deefb57cb9b.jpg)